თვითმმართველობის კოდექსი

01.11.2013

საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში მხოლოდ ხუთი თვითმმართველი ქალაქია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი. ახალი კოდექსის მიხედვით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა და, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, კოლეგიალური ორგანოს ამოქმედება.  

თვითმმართველობის რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. დაგეგმილი რეფორმების შედეგად თითოეულ დასახლებაში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი. მოხდება სრულყოფილი მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, გაძლიერდება ფუნქციური და მატერიალური თვალსაზრისით. 

თვითმმართველობის კოდექსის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით შეიმუშავეს. 

თვითმმართველობის კოდექსის პროექტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

მეტი ინფორმაცია თვითმმართველობის რეფორმის პროცესზე ნახეთ ვებგვერდზე www.tvitmartvelobisdroa.ge.