თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის ულტრაბგერითი სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი – “ჯეოჯეფი” ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” დაფინანსებით დაარსდა.
26 აპრილს სასწავლო ცენტრში ჩატარდა კურსის დამამთავრებელი გამოცდა, რომელიც ოთხმა ექიმმა – სამმა ქართველიმა და ერთმა უცხოელმა- გაიარა.
საგამოცდო ნაშრომები შეფასებისთვის თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტში
(ფილადელფია) გაიგზავნა. დადებითი შეფასების შემთხვევაში ექიმები ჯეფერსონის უნივერსიტეტის სერთიფიკატებს მიიღებენ.