პროექტის პრეზენტაცია
თარიღი:ოთხშაბათი, 13 ივლისი, 2011 წელი
დრო: 14:00საათი
ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, გუდიაშვილის ქუჩა 7
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ლიტერატურული პორტალი „Lib.ge” ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით იწყებენ უპრეცედენტო კვლევას, რომლის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო ქართული ნაშრომები მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
თანამედროვე მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგად მივიღებთ სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხას, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს სამეცნიერო ინფორმაციის ნაკადში ორიენტირებას გაუმარტივებს და გახდება ქართული მეცნიერების სავიზიტო ბარათი მსოფლიოში.
პროექტის შემდეგ ეტაპზე იგეგმება გამოვლენილი სამეცნიერო ნაშრომების გაციფრება და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და „Lib.ge”-ს ვებპორტალებზე განთავსება.
კონტაქტი: გიორგი საბანაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ტელ: 297 16 18
ელ.ფოსტა: gsabanadze@nplg.gov.ge
ანა ტოკლიკიშვილი, ”ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო”, ტელ: 595 221 999, Anuka@csf.ge