
კოალიციის საქმიანობა ადვოკატირების სხვადასხვა საკითხებს გულისხმობს, როგორიცაა მედიის გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მედიის მარეგულირებელი კანონდებლობის დახვეწა და კანონის აღსრულება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგი. გარდა ამისა, 
“ყველა ის საკითხი რაც მედიაორგანიზაციების ინტერესების სფეროს შეეხება კოალიციის განხილვის საგანი იქნება. რეგიონული მაუწყებლები განსაკუთრებით აქტუალურია “- აცხადებს თამარ კორძაია, კოალიციის კოორდინატორი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.
საწყის ეტაპზე, კოალიციის წევრები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკვეთილი და BCG Research-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის საკითხს გამოეხმაურნენ. “მედიაკლუბი”-ს წარმომადგენლის შორენა შავერდაშვილის განცხადებით, კოალიცია კვლევას დეტალურად შეისწავლის და აქტიურად იმუშავებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ლიცენზიების გაცემის საკითხზე.
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” კოალიციის მხარდამჭერი და წევრია. ფონდის წარმომადგენლის თქმით, კოალიციის შექმნას ბიძგი მისცა მედიექსპერტების მიერ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მიმართული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებამ.
“ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ინიციატივა დონორებისგანაა ნაკარნახევი. ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო შარშან, როდესაც მედიაექსპერტების ჯგუფმა მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის კანონპროექტი შეიმუშავა. შემდეგ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაასოციაციებმა”- აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი.
ამჟამად კოალიცია 11 წევრს აერთიანებს:
იხილეთ მემორანდუმი, რომელსაც დღეს კოალიციის წევრებმა მოაწერეს ხელი.
ნახეთ, მოისმინეთ, უყურეთ როგორ აშუქებს მედია პრესკონფერენციას.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.