19 ოქტომბერს, პარასკევს, 12 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” მედია სფეროს გაუმჯობესების მიზნით საკუთარ წინადადებებს წარმოადგენს.
კოალიცია საქართველოს პარლამენტს მიაწვდის იმ თემების ჩამონათვალს, რომელთა რეფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის.
კოალიცია იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან მედია გარემოს გაუჯობესების მიზნით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” ერთ წელზე მეტია მუშაობს მედია გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, კონკრეტული წინადადებებისა და კანონპორექტების მომზადებაზე.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის:
ანა ტოკლიკიშვილი, ტელ:595 221 999, Anuka@csf.ge
www.csf.ge