
პროექტი ითვალისწინებდა ყოფილი “სტუდქალაქის” ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილებისათვის სასწავლო კურსების განხორციელებას, რომლის საშუალებით მსმენელები გაეცნენ მცირე ბიზნესის მართვის ძირითად კომპონენტებს, ბიზნესის მიზნებისა და სტრატეგიების ჩამოყალიბების მიდგომებს, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტის, ბიზნესის სამართლის საკითხებს.
პროექტის მონაწილეებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს საკუთარი ბიზნეს გეგმები, რომლებიც შემდგომ განსახილველად და საბოლოო დასკვნისათვის პროექტის პარტნიორ “საქართველოს ბანკსა” და “პალადი ინვესტს” 
სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ პროექტის ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა მიეცა საკუთარ ბიზნეს იდეაზე დაყრდნობითა და კონსულტანტების დახმარებით შეედგინა კვალიფიციური ბიზნეს გეგმა.
პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე სასწავლო კურსის წარმატებულად დასრულების აღსანიშნავად მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
პროექტს გამოხმაურება მოჰყვა პრესაში. (გაზეთი “24 საათი”, გაზეთი “რეზონანსი”)
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.