კონსულტაციის დღე

25.02.2014

2014 წლის 27 თებერვალს, ხუთშაბათს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (მის: ჭოველიძის #10) გაიმართება კონსულტაციის დღე. ფონდის პროგრამების მენეჯერები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ. 

კონსულტაციები ჩატარდება პროგრამების მიხედვით:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა – 12:00 საათი
მედიის მიმართულება – 14:00 საათი
ადამიანის უფლებების და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამები – 16:00 საათი

ფონდის 2014-2016 წლების სტრატეგია იხილეთ აქ.