კარი გამიღე -ასე ქვია კრებულს, რომელსაც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით და მხარდაჭერით მწერლები აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, დავით გაბუნია, გიო მგელაძე, დათო ტურაშვილი, ერეკლე დეისაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანინა ტეფნაძე და ალექს ჩიღვინაძე წარმოგიდგენენ.
კრებულის პრეზენტაცია 20 დეკემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც მწერლებმა ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
კრებული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე ქართველ მწერალთა მხატვრულ რეფლექსიას წარმოადგენს.
მწერლების, თავად პაციენტების და უფლებათა დამცველების პირველი შეხვედრა 2-4 ოქტომბერს სტეფანწმინდაში, სასტუმრო „რუმს ყაზბეგში” გაიმართა.
ამ შეხვედრის შემდეგ მწერლებს მიეცათ ერთ თვიანი პერიოდი ნამუშევრების შესაქმნელად.
მწერალმა მოთხრობები დაწერეს პალიატიურ მზრუნველობაზე, აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტზე, აუტიზმზე, დაუნის სინდრომზე, წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე.
ფონდის და მწერლების მიზანი იყო ამ თემების მხატვრული ილუსტრირება არსებული სტიგმის შემცირების და თემების წინ წამოწევისთვის.
პროექტის „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის” მიზანია პაციენტის უფლებების პოპულარიზაცია და მათი პრობლემების საზოგადოებამდე ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით მიტანა.
მედია ღონისძიების შესახებ…
„იმედი”, დღის შოუ -ავტორები: ნანიკო ხაზარაძე, სოფიკო ნარჩემაშვილი, ლაშა ბუღაძე, 18 დეკემბერი 2013;
“იმედი”, იმედის დილა, 23 დეკემბერი, 2013;
რუსთავი 2, „სხვა შუადღე“, ავტორი: დათო ტურაშვილი, 23 დეკემბერი, 2013;
რუსთავი 2, კურიერი 12 საათზე, 21 დეკემბერი, 2013;
პირველი არხი, მოამბე 12 საათზე, 21 დეკემბერი, 2013.