მარინა თაბუკაშვილი, * ქალთა ფონდის “ტასო” გენერალური დირექტორი, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქალთა მოძრაობაში უკანასკნელი 15 წლის მანძილზე აქტიური მონაწილეობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურების დიპლომით დაჯილდოვდა.
ქ-ნ მარინა თაბუკაშვილს ჯილდო პირადად აშშ-ს ელჩმა საქართველოში – ჯონ ტეფტმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 12 მარტს ამერიკის საელჩოში გაიმართა, ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა მარინა თაბუკაშვილის დამსახურებას ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ეროვნული სისტემის მშენებლობის საქმეში, მის დიდ წვლილს რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობაში. ცერემონიას ქალთა მოძრაობის ლიდერები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
http://georgia.usembassy.gov/events/2008/13.htm
* ფონდი “ტასო” ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” შვილობილი ორგანიზაციაა.