ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი „პარტნიორები – საქართველო” და საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი იწვევენ ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია სხვადასხვა ტრენინგისა და თემატური სემინარის მეშვეობით გადასცეს ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების თანამშრომლებს ის საკვანძო უნარ-ჩვევები და თეორიული ცოდნა, რომელიც გაზრდის მათ შესაძლებლობებს, დაეხმარება ორგანიზაციის გაძლიერებასა და მხარდამჭერთა მოპოვებაში და უფრო ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას.
ამ მიზნით, პროგრამის პირველ ეტაპზე, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
1. სტრატეგიული დაგეგმვის ორდღიანი ტრენინგი (9-10 ივლისი);
2. სამოქალაქო ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) ოთხდღანი ტრენინგი (23-26
ივლისი);
3. სახსრების მოძიების და საპროექტო განაცხადის მომზადების სამდღიანი
ტრენინგი (17-19 სექტემბერი);
4. ორგანიზაციული მართვის უნარ-ჩვევების ოთხდღიანი ტრენინგი (1-4
ოქტომბერი).
მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ერთ ან რამდენიმე ტრენინგში; მონაწილეობისთვის ვიწვევთ როგორც ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის მეშვეობით. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 17 ივნისი.
უფრო დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, სააპლიკაციო ფორმა და ტრენინგების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი „პარტნიორები – საქართველო”
ტელეფონი: 2915451, 2915452
ელ.ფოსტა: training@partners.ge
საკონტაქტო პირები: მილენა მითაგვარია (კოორდინატორი)
გიგი გაჩეჩილაძე (ასისტენტი)