9 მარტს, 10:30 დან – 15.30 საათამდე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ეგიდით ტარდება მრგვალი მაგიდა “გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება საქართველოში”.
მრგვალ მაგიდაზე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავენ გარდამავალ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოს გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილებას. შეხვედრის საპატიო სტუმრები არიან თომას ჰამერბერგი და ღია საზოგადოების ფონდების საპატიო პრეზიდენტი არიე ნეიერი.
შეხვედრას ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.