22 სექტემბერს, ოთხშაბათს, 13:00საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო საკონსტიტუციო, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების, ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომამდგენლები და ექსპერტები კონსტიტუციის პროცესის მიმდინარეობას განიხილავენ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კონსტიტუციური პროცესის საჯაროობას შეაფასებენ და გამოთქვამენ ძირითად შენიშვნებს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
მრგვალი მაგიდის “საქართველოში კონსტიტუციური პროცესის მიმდინარეობა” მოწყობა 2 ძირითად მიზანს ემსახურება:
1) სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შეფასდეს ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესი, ძირითადად საჯაროობის კუთხით;
2) შეჯამდეს და პარლამენტს მიეწოდოს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე გამოთქმული ის ძირითადი შენიშვნები და დასკვნები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის თუ სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს აერთიანებს.