ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარკოპოლიტიკის ადვოკაცია და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციული გაძლიერება” – ფარგლებში 2008 წლის 30 აპრილს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა სახალხო დამცველის ოფისში გამართა მრგვალი მაგიდა.
შეხვედრა შეეხებოდა არსებული ნარკოპოლიტიკისა და ადამიანი უფლებების დაცვის საკითხებს. 2007 წლის მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯარიმების სახით ბიუჯეტში 30 მლნ ლარია შესული, მაშინ როდესაც ნარკომკურნალობაზე მიზერული თანხებია გამოყოფილი.
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და მისმა მრჩეველმა არჩილ თალაკვაძემ განიხილეს რა სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება სამკურნალო პროგრამების მცირე ხელმისაწვდომობის პირობებში, აღნიშნეს რომ ნარკოტიკების მიღების ფაქტის დასადასტურებლად ჩატარებულ ტესტირებაზე დახარჯული თანხა ბევრად აღემატება მკურნალობისათვის გამოყოფილ სახსრებს. ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანიების ,,რუსთავი 2”, ,,მზე” და ,,აჭარის ტელევიზიის” მიერ.
ღონისძიების პრეს-რელიზი (ჩამოტვირთეთ)
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დეკლარაცია (ჩამოტვირთეთ)
თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება- საქრთველო”
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი