ორი ქართველი სტუდენტი არჩილ ჭეიშვილი და საბა ბერიძე ჰარვარდის კოლეჯში ჩაირიცხა.
სტუდენტებმა ხანგრძლივი შერჩევის პროცესის ყველა ეტაპი EducationUSA კონსტულტანტთან ერთად გაიარეს და რეგულარულად ესწრებოდნენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრებს, ყოველკვირეულ ლექციებს, ფილმების ჩვენების საღამოებს და საერთაშორისო განათლების ცენტრის (CIE) მიერ ორგანიზებულ თითქმის ყველა ღონისძიებას. ისინი აგრეთვე აქტიურად იყენებდნენ ორგანიზაციის რესურსების ცენტრს. საბა ბერიძემ TOEFL ტესტისთვის მოსამზადებელი კურსებიც საერთაშორისო განათლების ცენტრში გაიარა. ცენტრის თბილისის თანამშრომლები ვამაყობთ, რომ EducationUSA კონსულტანტების დახმარებით არჩილი და საბა ჰარვარდის კოლეჯში ჩაირიცხნენ და გვჯერა, რომ ისინი ჰარვარდის კოლეჯში ყველაზე გამორჩეულ სტუდენტთა შორის იქნებიან.
წაიკითხეთ ვრცლად...