29 აპრილს თბილისში ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით და სინგულარ ჯგუფის ორგანიზებით ინტერნეტ კონფერენცია გაიმართა. ინტერნეტ კონფერენცია 2 ეტაპად ჩატარდა. კონფერენციის პირველ დღეს, რომელიც 16 აპრილს მოეწყო, ჟურნალისტები, სოციალური მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ვებ დეველოპერები და სტუდენტები შეიკრიბნენ. ახალი მედიის ქართველმა ექსპერტებმა და სინგაპურიდან მოწვეულმა მომხსენებლებმა ყურადღება სოციალური მედიის შესაძლებლობებზე და ინტერნეტ მაუწყებლობის სოციალურ მხარეზე გაამახვილეს. ისაუბრეს ინტერნეტ ტელევიზიის სოციალურ გავლენაზე, ტრადიციულ ბლოგინგსა და ვიდეო ბლოგინგზე, პოპულარული ვიდეო მასალის შექმნაზე და ონლაინ მაუწყებლობის სტანდარტებზე.
კონფერენციის მეორე დღე უფრო ტექნიკური ხასიათის იყო და ინტერნეტ ტელევიზიის შექმნის დეტალებს მიეძღვნა. ლონდონიდან მოწვეულმა ექსპერტებმა სტივენ ვონგმა (Viewmy.tv), პიტერ ვუდფორდმა (Brandstation.tv) და ჰემი ჩომ (BBC) ყურადღება ინტერნეტ ტელევიზიის ჟურნალისტურ მხარეზე და ონლაინ რეკლამის საშუალებით პროდუქტების მონატარიზაციაზე გაამახვილეს. ინტერნიუსის და “ჩვენი ექსპრესის” წარმომადგენლებმა თამარ კობახიძემ და დავით მაკარიძემ “ჩვენი ექსპრესი”-ს მაგალითზე პოპულარული ონლაინ ვიდეო მასალის შექმნაზე ისაუბრეს. კონფერენციის ბოლოს ქართული ინტერნეტ პორტალის- Myvideo.ge– დირექტორმა მამუკა მონავარდისაშვილმა, რომელმაც ქართულ მედია სივრცეში პირველი ლაივ ტელევიზიის შესაძლებლობებზე, ვებ გვერდის ტექნიკურ მხარესა და მომხმარებელთა სტატისტიკაზე ისაუბრა.
კონფერენციის დღეებში ხელმისაწვდომი იყო კონფერენციის პირდაპირი ეთერიც. კონფერენციის მსვლელობისას, გარდა ადგილზე დასმული შეკითხვებისა, მომხმარებლები ონლაინ შეკითხვებს აგზავნიდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით მოწვეული მომხსენებლებისგან პასუხებს იღებდნენ.
სპეციალურად კონფერენციისთვის შექმნილი ვებ გვერდი დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მომხსენებლების, მონაწილეების და კონფერენციის განრიგის შესახებ.