პირველი ნაბიჯი საქართველოს საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა

19.12.2013

18 დეკემბერს რედისონ ბლუ ივერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს” ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად გალა კონცერტი და საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა.

ღონისძიებას დაეწრო აგრეთვე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” თანამშრომლების  ჯგუფი. 

ფონდი და „პირველი ნაბიჯი საქართველო” უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ.  ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მრავალი პროექტი განხორციელდა, კერძოდ გაეწია დახმარება როგორც დღის ცენტრებს, ასევე შინ მოვლის და ადრეული განვითარების პროგრამებს.  

საღამოზე აღინიშნა, რომ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო” პირველი ნაბიჯის განსაკუთრებული პარტნიორია.

ფონდის სახელით, ქეთი ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აუქციონში. საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება პირველი ნაბიჯი საქართველოსპროექტებში ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სასიცოცხლოდ საჭიროებენ დღის ცენტრის, შინ მოვლისა და ადრეული განვითარების პროგრამებში ჩართვას.