პროექტის – „კომპაქტურად დასახლებული დევნილების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია

20.01.2010

2006 წლის 21 დეკემბერს სას-ტუმროში “ქორთიარდ მარიოტი” გაიმართა ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” და სააქციო საზოგადოების „პალადი ინვესტი” ერთობლივი პროექტის – „კომპაქტურად დასახლებული დევნილების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა” პრეზენტაცია. 
პროექტის მიზანია დევნილების სოციალიზაცია მაქსიმალურად ეფექტური მექანიზმების გამოყენებით,  სტიმულირება და მათი გადამზადება  მომავალი თვითდასაქმების პერსპექტივით, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციას და შექმნის მათი შემდგომი თვითდასაქმების ეფექტურ მოდელს. 
პროექტის წარდგებნის შემდეგ მხარეებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს პროექტის ერთობლივად განხორციელებისა და თანამშრომლობის შესახებ. 
სტუმრებს შორის იყვნენ მას-მედიის, სახელისუფლებო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. 
პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა ალაფურშეტი.
პროექტის პრეზენტაციას გამოხმაურება მოჰყვა პრესაში.  (იხ.თანდართული ფაილები:    “24 საათი”, “ახალი ვერსია”, “რეზონანსი”, “Georgia Today”)