მას შემდეგ, რაც მასთ ქერის (Must Carry) პრინციპი ამოქმედდა და მაესტრო, მეცხრე არხი, 25-ე არხი და სხვა არხები საკაბელო ოპერატორებმა ჩართეს, შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს, რამდენად სათანადოდ ხდება მასთ ქერის პრინციპის აღსრულება, სად ვრცელდება ეს არხები- რა გეოგრაფიული დაფარვა აქვს და ა.შ.
მონიტორინგის შედეგები 18 სექტემბერს, მასთ ქერის მონიტორინგის ჯგუფმა წარმოადგინა, რომლის წევრები არიან ლევან დოლიძე და მამუკა ანდღულაძე. სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ეყრდნობა, ნაწილობრივ, მარეგულირებელი კომისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ნაწილობრივ კი თავად საკაბელო ოპერატორებისგან მიღებულ ინფორმაციას.
პრესკონფერენციაზე ლევან დოლიძემ სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის აღსრულებაზე ისაუბრა და ვიზუალიზაციისთვის ელექტრონული რუქებიც წარმოადგინა. რუქებზე მოცემულია აბონენტების რაოდენობა რეგიონების მიხედვით.
“ეს ჯგუფი წარმოგვიდგენს მასთ ქერის გავრცელების გეოგრაფიულ რუქას, რაც გაგვიადვილებს ამ პროცესის ვიზუალიზაციას. ერთი ძირითადი დასკვნა არის ის, რომ მასთ ქერის პრინციპის მოქმედება უნდა გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც- 2015 წლამდე, სანამ საქართველო გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე. მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია-მხოლოდ მასთ ქერის ამოქმედება არ არის საკმარისად ეფექტური მექანიზმი მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად, თუ ამას არ დაემატა სატელიტური ანტენების დამონტაჟება და გავრცელება რეგიონებში” – ამბობს ხატია ჯინჯიხაძე, ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მედიაპროგრამის მენეჯერი.
პრესკონფერენციაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმ დარღვევებსა და ტენდენციებზეც ისაუბრეს, რაც მასთ ქერის მუშაობის პროცესში გამოვლინდა.
მონიტორინგის საბოლოო შედეგები ნოემბერში გამოქვეყნდება.
მონიტორინგის ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია- GARBONLINE.ge
ტელეკომპანია ‘მაესტრო’