19 ნოემბერს, ბრუკინგის უნივერსიტეტში, ბრუკინგს-ბერნის პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება.
შეხვედრა დაიწყება ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოსა” და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ მომზადებული ანგარიშის წარდგენით.
ანგარიშის “აგვისტოს ნანგრევებში” პრეზენტაციის შემდეგ კი სემ პატენი (Freedom House), ნადინ ვალიჩკი (Internal Discplacement Monitoring Centre) ქართველ უფლებადამცველებთან ერთად ფართო აუდიტორიის წინაშე იმსჯელებენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია ბრუკინგში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
ინფორმაცია ანგარიშის შესახებ.