საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის შიდა პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი “არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მედიასთან ურთიერთობის უნარჩვევები”

22.01.2010

ა.წ 1-2 დეკემბერს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” შიდა პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” ფარგლებში ქ. სიღნაღში გაიმართა ორდღიანი ტრეინინგი – “არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მედიასთან ურთიერთობის უნარჩვევები”.  

ტრეინინგში მონაწილეობდნენ კოალიციის – “ჯანმრთელობა და ადმიანის უფლებები” წევრები.

 

ტრეინინგი მოიცავდა ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიასთან უკეთ თანამშრომლობაში. ტრეინინგზე განხილული საკითხები კოალიციის წევრებს დაეხმარება მედია სტრატეგიის შექმნასა და მის განხორციელებაში.

 

 

 

ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი