სამოქალაქო საზოგადოება კანონმდებლობის გამკაცრების წინააღმდეგ ერთიანდება
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინიციატივით, 14 ივლისს, სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტი”, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოებას საპარლამენტო უმრავლესობის საკანანომდებლო ინიციატივის წინააღმდეგ. ჯგუფის მთავარი მიზანი იქნება, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზებით, არ დაუშვას იმ საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცება, რომლის თანახმად პოლიტიკურად და სამართლებრივად გაუმართლებელი ცვლილებები შედის კანონში “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, კანონში “პოლიციის შესახებ” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი
განცხადება
2009 წ. 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის”, “პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის”, და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” ცვლილებები და დამატებები.
ჩვენი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებათა ეს პაკეტი, უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან:
ამ ცვლილებებისა და დამატებების მიღება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს დიალოგის, თანამშრომლობისა და კომპრომისის გზით მოაგვაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, არამედ პირიქით – ამწვავებს დაპირისპირებას და ქმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეს.
ჩვენ მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას: შეაჩეროს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა მიღება არსებული ფორმით
ქართულ საზოგადოებას: წინ აღუდგეს სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის მცდელობას
საერთაშორისო ორგანიზაციებს: აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო ცვლილებების სამართლებრივი შეფასების პროცესში
მედიას: უზრუნველყოს ფართო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
თბილისი, 14 ივლისი, 2009 წელი
ხელმომწერები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო
ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
განათლების ეროვნული კავშირი
კავშირი 21-ე საუკუნე
საქართველოს იურისტთა გაერთიანება
კავკასიის ქალთა ქსელი
ელისო ჩაფიძე – ჟურნალისტი
ლაშა ტუღუში – ჟურნალისტი
ნინო ნექიშვილი – ჟურნალისტი
ანი მიროტაძე – ჟურნალისტი
მარინე ჩიტაშვილი – ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი
ლევან ადეიშვილი – ადვოკატი
ია მამალაძე – საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
მიმართვა ღიაა ხელმოსაწერად…
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 899 210801, 25 05 92, 25 04 63
ელ-ფოსტა: axal@csf.ge