2025 წლის აგვისტოში, შვიდმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს იმის შესახებ, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად. შვიდივე წერილი იდენტური და შაბლონურია.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გამოგზავნილ წერილში, ანტიკორუფციული ბიურო გამოარჩევს ხუთ საკითხს, რაც მათ „საეჭვოდ“ მიიჩნიეს. ამ საკითხების შინაარსი ასახავს ფონდის კრიტიკულ პოზიციას ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ თაობაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნისა და ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ.
2025 წლის 21 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა ანტიკორუფციულ ბიუროს საპასუხო წერილი გაუგზავნა. წერილში მათ დეტალურად განვუმარტეთ შემდეგი საკითხები:
ანტიკორუფციული ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში დამატებით არის განმარტებული ამერიკული FARA-ს სტანდარტები, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების ჭრილში.
ანტიკორუფციული ბიუროსთვის გაგზავნილი წერილის სრული ვერსია იხილეთ:
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.