ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო ატარებს საინფორმაციო-საორიენტაციო ტრეინინგს ხელოვნების და კულტურის ქსელური და ეროვნული პროგრამების ძირითადი პრიორიტეტებისა და განაცხადის ფორმის შევსების პრინციპების გასაცნობად.
ტრეინინგები ჩატარდება ქუთაისში და ბათუმში ა.წ 23-24 სექტემბერს.
მისამართი:
1. ქ. ბათუმი, გორგელაძის ქ. # 91 ( გრიბოედოვის კვეთა, სკოლის”ევრო 2000″-ის შენობაში), სტუდენტთა საერთაშორი საინფორმაციო ცენტრი,
თარიღი, დრო : 23 სექტემბერი 17:00 საათი
2. ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. №13, ქუთაისის უნივერსიტეტი, I სართული, ოთახი №101
თარიღი, დრო : 24 სექტემბერი 17:00 საათი
ტრეინინგს გაუძღვება ანა რიაბოშენკო, ხელოვნების და კულტურის ქსელური და ეროვნული პროგრამების კოორდინატორი.