სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ გაიმართა ვორქშოფი ,,აივ/შიდსი და С ჰეპატიტი საქართველოს ციხეებში’’

21.01.2010

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება ციხეებში აივ-ის და С ჰეპატიტის გავრცელების პრევენციისა და წამალდამოკიდებულების მკურნალობის, აივ-ზე ტესტირების, ანტირეტროვირუსული მკურნალობისა და პატიმრობის ალტერნატიულ ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და კანადის აივ/შიდსის იურიდიული ქსელიდან,მოლდოვას ციხეების დეპარტამენტიდან, ნიდერლანდების წამალდამოკიდებულების ინსტიტუტიდან, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი,  შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე სანდრა ელისაბედ რულოვსი, დარგის პროფესიონალები. 

 

  ღონისძიების პრეს-რელიზი (ჩამოტვირთეთ).  

 

თეა ახობაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა