ფონდის”ღია საზოგადოება-საქართველო” საზოგადო-ებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების – ზალცბურგის სამედიცინო სემინარების ფარგლებში 4-6 მაისს გაიმართა სატელიტური სემინარი კარდიოლოგიაში.
ღონისძიებას ესწრებოდა დაახლოებით 70 წამყვანი ქართველი კარდიოლოგი.
მოწვეული ლექტორები გახლდნენ ნიუ იორკის კორნელის სამედიცინო ცენტრის პროფესორები სტივენ შეიდი და კენეტ სტეინი.
სემინარის ფარგლებში განხილული იქნა სუპრავენტრიკულარული არითმიების ელექტრო-ფიზიოლოგიური მკურნალობა, წინაგულის ფიბრილაცია, გულის უკმარისობის თანამედროვე მკურნალობის მეთოდები და ა.შ.