10-11 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სატელიტური სიმპოზიუმი- ,,სამედიცინო განათლება”. სიმპოზიუმი ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ღია სამედიცინო ინსტიტუტის (OMI), ამერიკულ-ავსტრიული ფონდის (AAF), ვეილის კორნელის სამედიცინო კოლეჯის, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს და ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ვადაჭკორიამ, ზალცბურგის სამედიცინო სემინარების კოორდინატორმა ნატო ფიცხელაურმა და ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცერექტორმა პროფ. მიხეილ ნარიმანიანმა.
მოხსენებებით გამოვიდნენ პროფესორები: სტეფან ლუდვიგი, ვოლფგან აულიცკი, ირმა მანჯავიძე, გაიანე სიმონია, კახაბერ ჭელიძე, ისმაილ აფანდიევი, მიხეილ ნარიმანიანმა და ნადირ ზეინალოვი.
სიმპოზიუმის ფარგლებში ავსტრიელმა, ამერიკელმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა სტუმრებმა მოინახულეს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და გივი ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკა. 11 სექტემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა სამედიცინო განათლების აქტუალური საკითხების ირგვლივ.
სიმპოზიუმის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ამერიკულ-ავსტრიულ ფონდს და ღია სამედიცინო ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.