საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტების განხილვა შედგა

21.01.2010

2007 წლის 9 მარტს გაიმართა საქართველოს პარლამენ­ტის ჯანმრთელობის დაც­ვი­სა და სოციალურ საკით­ხთა კომიტეტის სხდომა, სა­დაც კომიტეტის წევრებმა ო.თოიძემ და მ. ჯებაშვილმა წარმოადგინეს კანონპროექტი საქართველოს კანონებში “ჯან­მრ­თე­ლობის დაცვის შე­სა­ხებ”, “საექიმო საქმიანობის შესახებ” და “ნარკოტიკული საშუალებე­ბის, ფსიქოტროპუ­ლი ნივთიე­რე­ბების, პრე­კუ­­რსორე­ბისა და ნარკოლოგიური დახმა­რე­ბის შესახებ” ცვლილებებისა და და­მატებების შეტა­ნის შესასახებ.
აღნიშნული კანონპროექტის მომზადება განხორციელდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შედეგად მომზადებული და წარმოდგენილი მასალების გამოყენებით. ამ მასალების მომზადებაში მონაწილეობდნენ: მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი, პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია „ჰუმანისტთა კავშირი”, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის” საერთაშორისო ექსპერტი პროფ. იან სტრჯერნსვორდი.
პროფ. ო. თოიძემ ზოგადად მი­მო­ი­ხილა საქართ­ველოში პალიატიური მზრუნ­ვე­ლობის სისტემის ჩამოყალიბების, შემდ­გო­მი განვითარების, არსე­ბუ­ლი მდგომარეობის ძირითადი პრობლე­მე­ბი. მან აღნიშნა, რომ საქართ­ვე­ლოში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმა­ტი­ული აქ­ტე­ბი გარკვეულად ზღუდავს ქრონიკული ინკუ­რა­ბელური დაავადებებით შეპყრობილი პაციენტე­ბი­სა­თვის სრულფასოვანი პალიატიური მზრუ­­ნ­ველობის განხორციე­ლებას.   
ამ წინაა­ღმ­დე­გობათა დასაძ­ლევად სა­ჭიროა გარკვე­უ­ლი დამატებების შეტანა საქართველოს პარლამენტის 3 კანონში, ესე­ნია: “ჯანმრ­თე­­ლობის დაცვის შესახებ”, “საექიმო საქ­მია­ნობის შესახებ” და “ნარ­კოტიკული საშუ­ა­ლებების, ფსიქოტროპული ნივთიერე­ბე­ბის, პრეკურსორებისა და ნარ­კო­ლო­გიუ­რი დახმარების შესახებ”, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს შესაბამისი ნორ­მა­ტიული აქტების შემუშავება და დამ­ტკი­ცე­ბა.

კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში უკვე დანერგილი
პალიატიური მზრუნველობის სამართლებრივი საფუძვლების დადგენის უზრუნველყოფა. კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა დეფინიცია „პალიატიური მზრუნველობა”, რაც აქტიურ მრავალპროფილიან მზრუნველობას ნიშნავს, რომლის უმთავრესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური, სულიერი მხარდაჭერა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღან ექვემდებარება. ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების უკეთესი ხარისხის მიღწევა. ამ კანონპროექტით სახელმწიფო აღიარებს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების აუცილებლობას ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქების მიზნით.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.