სხდომაზე მოსმენილი იქნა სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის 2008 წელს განხორციელების შესახებ. მოსაზრებები შეიკრიბა ესპ-ის თემებზე მოწყობილ სემინარებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტები. სემინარები ჩატარდა პროექტის “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ” ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და
ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მიერ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა საპარლამენტო კომიტეტში სახელისუფლო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაში გარდა პარლამენტის წევრებისა მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომა ფართოდ გააშუქა მედიამ.
მიხეილ მირზიაშვილი
ინტეგრაციის და სამოქალაქო განათლების პროგრამა