საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება
21 აგვისტო, 2008 წ.
2008 წლის აგვისტოს მოვლენები ცივილიზებული სამყაროს მიერ ერთსულოვნად შეფასდა როგორც რუსეთის ღია სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა გადაწყვიტა, მკაცრად დაესაჯა პატარა მეზობელი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, გახდეს თანამედროვე განვითარებული სახელმწიფო. წარმოუდგენელი მასშტაბის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, საქართველო ვერ აიძულეს, უარი ეთქვა მთავარ არჩევანზე _ იყოს თავისუფალი, გახდეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და პატივი სცეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული მმართველობა.
ევროპისკენ სწრაფვა არ არის თვითმიზანი. ეს არის ერთდაერთი გზა ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის შესაქმნელად, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარებისათვის. დემოკრატიული განვითარების გეზი კი კეთილდღეობისა და სამართლიანობის უმთავრესი წინაპირობაა.
დღეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მძიმე და კრიტიკული პერიოდი უკვე გავლილია. ამჟამად გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენს გონებაში მიმდინარეობს. ჩვენი სიმტკიცე, არშეგუება არსებულ მდგომარეობასთან და სამოქალაქო ერთიანობა საწინდარია იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები უახლოეს მომავალში დატოვებენ საქართველოს.
დღეს არ არის შეფასებების გაკეთების დრო. დღევანდელ დღეს მთელი საზოგადოება ერთი მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს _ ვაიძულოთ ოკუპაციური ძალები დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. დადგება დრო, როცა ჩვენმა საზოგადოებამ ღიად უნდა იმსჯელოს განვლილ მოვლენებზე, გააკეთოს ყოველივეს ანალიზი და გამოიტანოს სამომავლო განვითარებისათვის საჭირო დასკვნები.
დღეს კი მთელი სამოქალაქო საზოგადოება
– უნდა დავირაზმოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დაზარალდნენ თავდასხმის შედეგად. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მტკიცე სოლიდარობა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ; და·
– შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაჩვენოთ სამოქალაქო ღირსება. არ არსებობს იარაღი, რომელიც დაამარცხებს ადამიანების სიმტკიცესა და ღირსებას. დღეს ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა ქართული სახელმწიფოს მომავალი წარმატების საწინდარია.
მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის. თქვენი ხელმოწერა შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგ მისამართზე tushishvili@csf.ge
* * *
ხელმოწერები:
საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრისამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელიქალთა კლუბი “პეონი”კონსტიტუციის 42-ე მუხლიკავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი (CIPDD)სამოქალაქო საბჭო ICCN კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიკავშირი “21 საუკუნე”მრავალეროვანი საქართვლოკავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC)დუშეთის ქალთა საინიციატივო ცენტრიკონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრიგურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრიასოციაცია “საჩინო”საქართვლეოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირიადამიანების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობის საზოგადოებასაქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ცენტრითავისუფლების ინსტიტუტიჟურნალისტური ცენტრი “აღმოაჩინე საქართველო”კავშირი “ტყის მკველვარები”კონსულტციისა და ტრენინგის ცენტრი CTCსაერთაშორისო ასოციაცია “Civitas Georgica”საერთაშორისო ასოციაცია “Curatio”ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი”საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოსამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელისაქართველოს ტექნიკური ინვერსიტეტის სტუდენტური კავშირიარაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”ახალგაზრდობის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო “კომპასი”სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაკულტურათაშორისო ურთიერთობის ახალგაზრდული ცენტრიკავკასიის გარემოსდაცვითი ახალგაზრდული ქსელისაქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაციაობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდიძალადობისგან დაცვის ეროვნული ასოციაციაახალგაზრდობის განვიტარების ცენტრიმშვიდობისა და განვითარების აკადემია“ახალგაზრდული ალტერნატივა”საქართველოს ფალკონებიასოციაცია მკურნალი“აისი”სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიALPEასოციაცია “ფლორა და ფაუნა”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოეკონომიკური განათლებისა და განვიტარების ცენტრი საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებაDeloitte and Touch საქართველოს წარმომადგენლობასაქართველოს გაეროს ასოციაციაქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლება და სამყარო”ასოციაცია მწვანე ალტერნატივასაერთაშორისო განათლების ცენტრიქალთა კრიზისული ცენტრი, აზერბაიჯანი სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტი კავშირი “Step forward” ქალთა საინფორმციო ცენტრი საზოგადოება “ბილიკი” ბორჯომის ქალთა საინიციატივო ჯგუფი NACRES კავკასიელ იურისტთა ასოციაცია სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” სამოქალაქო განათლების ოფისი შიდა ქართლში გორის ანტი-კორუფციული რესურს-ცენტრი ბავშვთა და ახალგაზრდობის უფლებათა დაცვის ასოციაცია ინტელექტუალ ქალთა ასოციაცია “ქართლის დედა” გორის ინვალიდთა კლუბი სტუდენტობა-ახალგაზრდობის საბჭო ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ასოციაცია ელკანა საერთაშორის ასოციაცია “ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის” ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველო ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტისამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტიქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი “ოტავა 98”საქართველო მშვიდობის და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბი LLL (მიწა, სიცოცხლე, სიყვარული)საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დემოკრატიის ინსტიტუტი არაკომერციული საზოგადოება “ტაროსი” ინტერნეტ-ჯგუფი რე:აქციასაქართველოს ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაცია
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ეროვნული კომიტეტი
Foundation for International Community Assistance – FINCA Georgiaსაქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (AEAG)
ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ასოციაცია “გეა”
საქართველოს ეკოლოგიური მეცნიერების აკადემია
საქართველოს ქალ მედიკოსთა ასოციაცია
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
ეკონომიკური განათლების და განვითარების ცენტრი ასოციაცია “CIMS Consulting” ალბანეთის არასამთვრობო ორგანიზაცია “ეკომოძრაობა”
ასოციაცია “ჯონ დოს პასოს”-საქართველო
მსოფლიო გამოცდილება – საქართველოსათვისჟურნალისტთა ასოციაცია “პოსტპაქტუმი”დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტიახალგაზრდული ფრონტი თავისუფლებისთვისახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი“