საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მედიაციის კანონმდებლობისა და პრაქტიკის საბაზისო ანალიზი

28.09.2012

 

2012 წლის 14 სექტემბერს  ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში გაიმართა კვლევის „საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მედიაციის კანონმდებლობისა და პრაქტიკის საბაზისო ანალიზი” პრეზენტაცია.

კვლევა ჩაატარა კოალიციამ „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში”  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

კვლევის მიზანი იყო ჯანდაცვის სფეროში მედიაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეფორმებისათვის. მომზადდა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გახდეს უფრო ეფექტური მედიაციის სამსახური მოსახლეობისათვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ  სახელმწიფო ორგანოების,  საერთაშორისო და ადგილობრივი  ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები.

კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში” შეიქმნა 2008 წელს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით და მისი მიზანია შექმნას და განახორციელოს პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების რეალიზაციას ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით მოსახლეობის მარგინალური ჯგუფებისთვის (პატიმრები, აივ-ინფიცირებულები, წამალდამოკიდებული პირები, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ავადმყოფობის ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტები და სხვ.), რაც გვჯერა, აუცილებელია ჰუმანური და ნაყოფიერი ცხოვრებისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში.