16 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარმოადგინა შუალედური ანგარიში, სადაც შეფასებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება.
კვლევა ეხება ქართული მხარის მიერ სამოქმედო გეგმის პირველი ორი ბლოკის შესრულების მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის აგვისტო-სექტემბრის მდგომარეობით. ამასთანავე, კვლევა სამოქმედო გეგმის მხოლოდ პირველ ფაზას, ანუ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება, ვინაიდან საქართველო იმპლემენტაციის მეორე ფაზაზე აქტიურად ჯერ არ გადასულა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ფინანსური მხარდაჭერით.
მეტი ინფორმაცია ანგარიშზე ნახეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ვებგვერდზე.
ანგარიში სრულად.