სემინარი – “ჯანდაცვის პოლიტიკა და ფინანსები”

21.01.2010

11-13 მაისს დაბა გუდაურში, ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” მხარდაჭერით, მოეწყო სემინარი თემაზე – “ჯანდაცვის პოლიტიკა და ფინანსები”.

სემინარი, რომლის ძირითადი მიზნებს ჯანდაცვის ფინანსებში ცოდნის დონის ამაღლება, არასამთავრობო ორგანი-ზაციების მხრიდან ამ სფეროში არსებული პრობლემების წარმოჩენა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმო-მადგენელთათვის ამ პრობლემათა გაზიარება წარმოადგენდა, პროექტის – “ჯანდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგი” ნაწილია, რომელიც კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრი-რების პროგრამისა და ასევე, ფონდის ქსელური პროექტის – “კანონი, მედია და ჯანდაცვა” ფარგლებში ხორციელდება.

 

სემინარში მონაწილე-ობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარი ჩაატარეს ფონდის “კურაციო” დირექტორმა – გიორგი  გოცაძემ და  ამავე ფონდის          პროექტის კოორდინატორმა – ალეკო ტურძილაძემ.