
კაჭრეთის სკოლა-პანსიონის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს მოზარდებისთვის ოჯახური და თბილი გარემოს შესაქმნელად, თუმცა მოზარდების მოთხოვნების დაკმაყოფილება პანსიონის რესურსით ვერ ხერხდება და საზოგადოებისგან დახმარება ესაჭიროება. ასეთ საჭიროებებს შორის უპირველეს ყოვლისა აღმზრდელობითი დაწესებულების გარეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაბმაა.
მართალია, სკოლა-პანსიონი სოფელ კაჭრეთში მდებარეობს და კომუნიკაცია ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან გარედან ჩარევის გარეშეც შესაძლებელია, მაგრამ დაწესებულების აღსაზრდელებისთვის სირთულეს იმ ტიპის ურთიერთობები წარმოადგენს, განსაკუთრებით კაჭრეთელ თანატოლებთან (მაგალითად ერთობლივი თამაშები, გასართობი ღონისძიებები), რომლებშიც საკუთარი უნარების რეალიზებას მოახდენენ და თანატოლთა შორის თავს დაიმკვიდრებენ.
ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” სწორედ ამ მოთხოვნილების განხორციელების ხელშეწყობა გადაწყვიტა და იანვრის თვეში პანსიონს ესტუმრა.
კაჭრეთის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ფონდისგან შემდეგ ვიზიტსაც ელიან, რომელსაც ფონდი “არველაძეც” შეუერთდება სხვა ცნობილ ქართველ სპორტსმენებთან ერთად.
იხილეთ ფოტო გალერეა:
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.