ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე. ვრცლად…

25.01.2010

ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე 

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის შექმნაზე ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისათვის. საქმიანობა: ვებ-გვერდის შექმნისას  კოალიციის სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობის პროცესში მომწოდებელი კომპანია პასუხისმგებელია შემდეგზე:

– კოალიციის სრულად მოქმედი ვებ-ვერდის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
– ვებ-გვერდის მენეჯმენტის სისტემის წარდგენა;
– ვებ-გვერდის დომენის რეგისტრაცია;
– ვებგვერდის სერვერზე განთავსება;
– კოალიციისთვის დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
– ვებ-გვერდის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირების ტრენინგი შემდგომში ვებ-გვერდის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
– ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა. 

განაცხადს/წინადადებას უნდა ერთვოდეს ვებ-გვერდის მონახაზი, ბიუჯეტი, დამატებით ტექნიკური საკითხების დეტალები და განმცხადებლის მიერ შექმნილი ვებ-გვერდების ნიმუშები. გთხოვთ, თქვენი განაცხადი წარადგინოთ არაუგვიანეს ა.წ. 28 აპრილისა, 17:00, შემდეგ მისამართზე: 

თბილისი 0108. ჭოველიძის ქ. N10
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: nkiknadze@csf.ge
საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე