
უმუშევართა დასახმარებლად შექმნილი სამოქალაქო განათლების პროგრამა – “სიგმა” ფონდის – “ღია საზოგადოება-საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის მიერაა ინიცირებული და ფონდისა საერთაშორისო ასოციაციის “კივიტას გეორგიკა” პარტნიორულ პროექტს წარმოადგენს.
შეხვედრა ჩატარდა სპეციალური კონკურსის შედეგად შერჩეულ 34 მონაწილესთან, რომლებიც 1 ივნისიდან გაივლიან 4 თვიან მომზადებას და სწავლებას არასამთავრობო სექტორის მოღვაწეობის შინაარსსა და ფორმების სპეციფიკაში. პროგრამა “სიგმა” შემუშავებულია იმ იმუშევრებისათვის, ძირითადად ყოფილი საჯარო
მოხელეებისათვის, რომლებმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დაკარგეს სამუშაო ადგილი და სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის სურვილი 
შერჩეულ მონაწილეებს სასწავლო პროგრამის დეტალები პროექტის განმახორციელებელმა მხარეებმა – ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” და საერთაშორისო ასოციაციის “კივიტას გეორგიკა” წარმოამდგენლებმა გააცნეს.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საპილოტო პროექტის – “რეფორმების შედეგად გამონთავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელეების გადამზადება და თვითდასაქმება” გამარჯვებულიები. მათ “სიგმა”-ს მონაწილეებს წარმატების მისაღწევად მათ მიერ უკვე განხორციელებული საპილოტო პროექტის საფუძველზე დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.