ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე

20.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო”  მიზანია საქართველოში ღია საზოგადოების ღირებულებათა დამკვიდრება. იგი მოქმედებს მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით და ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარს უჭერს ორგანიზაციებისა და კერძო პირების იმ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სოციალური საჭიროებებისაკენ. ფონდი მონაწილეობს საქართველოში ღია საზოგადოების ჩამოყალიბებაში პროგრამებისა და პროექტების წარმართვით. გრანტების გაცემით ფონდი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავად უწყობენ ხელს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებას.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის  მიზანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობისა და მიმდინარე რეფორმების პროცესებზე საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ინსტიტუციონალური სიმძლავრისა და პროფესიული პოტენციალის განვითარების გზით.
(იხ. ვებგვერდი www.csf.ge).

პროგრამის მენეჯერი ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.

სამუშოს აღწერა / ვალდებულებები

  • განსაზღვრაზე და მის შემდგომ განვითარებაზე;
  • კოორდინირება გაუწიოს პროგრამის მიმართულებებს;
  • უშუალოდ განახორციელოს პროგრამის მიმართულებების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები;
  • მართოს პროგრამა და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება  პროგრამის მიზნების განსახორციელებლად;
  • დაამყაროს  და მოიძიოს კონტაქტები, ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სფეროში მომუშავე პირებთან და ორგნიზაციებთან. მოაწყოს რპროგრამის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება პროგრამის სტრატეგიის ეგულარული შეხვედრები როგორც ფონდში (ფონდის თანამშრომლებთან) ასევე სხვა ორგანიზაციებთან. მოახდინოს ქვეყანაში პროგრამის სფეროში არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე მხარი დაუჭიროს საუკეთესო იდეების განხორციელებას;
  • მოიძიოს დამატებითი დაფინანსება და აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა დონორებთან;
  • მოამზადოს წლიური გეგმა და ანგარიშები პროგრამის განხორციელების და პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ. აწარმოოს პროგრამული ფაილების და დოკუმენტაციის შენახვა; 
  • აწარმოოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება;
  • განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა და ფონდის წესდება, შინაგანაწესი და პროცედურები.

გამოცდილება, პრაკტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერების სფეროში / ან მონათესავე დისციპლინებში;
  • საზოგადოებრივ ან აკადემიურ დაწესებულებებში სამოქალაქო საზოგადოების და/ან მედიის პროფილით მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;
  • ქვეყანაში პროგრამის სფეროში არსებული მოვლენების ანალიზის უნარი;
  • გამოცდილება მენეჯმენტსა და ანალიტიკურ / კვლევით საქმიანობაში;
  • ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საკუთარი აზრის ზეპირი და წერილობით გადმოცემის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის მაღალი გრძნობა.


    დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. სამოტივაციო წერილი (ხელნაწერი ქართულ ან ინგლისურ ენებზე);
  2. ავტობიოგრაფია (CV – სამი რეკომენდატორის სახელი და მათი საკონტაქტო ნომრები), აქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი;
  3. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  4. შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლებისა თუ სკოლების დიპლომების/სერტიფიკატების ასლები;
  5. ორი სარეკომენდაციო წერილი;

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში არაუგვიანეს 20 დეკემბრის 17:00 საათისა შემდეგ მისამართზე: ჭოველიძის ქ. № 10, 0108, ქ. თბილისი.

განაცხადი უნდა შემოიტანოთ ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში.

შენიშვნა: გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან ისინი აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს.

ფონდის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.