ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე

26.01.2010

 

ძირითადი ფუნქციები:

-პროგრამის მიმართულებების კოორდინირება:
-საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და მონიტორინგი;
-საგრანტო და შიდა პროექტების ზედამხედველობა;
-პროგრამის მიმართულებების საქმიანობის ანგარიში.

ძირითადი ვალდებულებები:

-პროგრამის სფეროში არსებული სიტუაციისა და მოვლენების ანალიზი;
-პროგრამის სტრატეგიის შემუშავებაში და პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
-პროგრამის სფეროში მომუშავე ძირითადი აქტორების პროფილის ანალიზი და დახასიათება;
-კონსულტაციების წარმოება განმცხადებლებთან;
-საგრანტო განაცხადების ანალიზი და პირველადი შეფასება;
-საპროექტო წინადადებების მომზადება და წარდგენა პროგრამის ექსპერტთა კომისიისათვის და ფონდის აღმასრულებელი საბჭოსათვის;
-პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მონიტორინგი;
-პროგრამის სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან კოორდინირებული საქმიანობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
-სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება: უმაღლესი განათლება მედიის მენეჯმენტის სფეროში ან მონათესავე დისციპლინაში (სასურველია მაგისტრის ხარისხი).

გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

-გრანტების გაცემის, ზედამხედველობის ან მართვის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
-ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება (სასურველია მედიის განვითარების კუთხით);
-მედიაში/მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
-პროგრამის სფეროში ქვეყანაში არსებული ტენდენციების ხედვა;
-სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების უნარი;
-პროგრამის დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
-ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
-კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილი ცოდნა;
-ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა:
-ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
-კომუნიკაბელურობა;
-დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

ანგარიშვალდებულება: პროგრამის კოორდინატორი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელი დირექტორისა და პროგრამის მენეჯერის წინაშე.

ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება ფონდის შინაგანაწესისა და პროცედურების, კანდიდატის სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

განაცხადი:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფონდის სამდივნოში დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. სამოტივაციო წერილი;
2. ავტობიოგრაფია – CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია – საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

კონვერტზე მიუთითეთ “მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის ვაკანსიისათვის”.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს.

ფონდის მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა)
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 21 ოქტომბერი, 12:00 საათი.

შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

საკონტაქტო პირი: ხატია ჯინჯიხაძე
ელფოსტა:hatia@csf.ge