ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველო” მიერ დაფინანსებული პროექტი ხელს უწყობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობას და ამ პროცესის კანონიერად და ეფექტურად წარმართვას…

25.01.2010

29 თებერვალს, 12 საათზე, ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის – “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პროვატიზების მონიტორინგი” პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება “სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრის” მიერ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის, კანონიერად და ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა ყვარლის რაიონში, კერძოდ “ქინძმარაულის” ზონაში, სადაც მიწის საბაზრო ფასი საკმაოდ მაღალია. 


ჩამოტვირთეთ

ირინა ლაშხი
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი