“კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროექტის ფარგლებში შეიქმნა კოალიცია “ადამინის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში”, რომლის მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, საქართველოში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვას და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებას და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ადამიანის უფლებათა უკეთესი რეალიზაციისათვის საერთაშორისო სტანდარტების და მათი განხორციელების მექანიზმების დანერგვასა და ეფექტურ ამოქმედებას.
სხვა მიმართულებებთან ერთად კოალიცია “ადამიანის უაფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” ხელს შეუწყობს საზოგადოების და მასში არსებული მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების (პატიმრები, აივ ინფიცირებულები, ნარკოტიკების მომხმარებლები, ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტები, ფიზიკური, გონებრივი განვითარების შეფერხების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები და სხვა) სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვას.
კოალიცია მოწოდებულია მოახდინოს ინფორმირება პაციენტის უფლებების შესახებ და ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას არსებული პრობლემების წინ წამოწევისა და გადაჭრისათვის.
ამ მიზნით კოალიციის წევრები განახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს:
კოალიციის წევრები
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა“
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
ასოციაცია “უფლება ჯანმრთელობაზე“
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“
კავშირი “ახალი ვექტორი“
საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება
პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი
კოალიციის ვებ მისამართია: www.hrh.ge
ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი