2007 წლის 31 იანვარს სასტუმროში “თბილისი მარიოტი” გაიმართა ფონდის “ღია – საზოგადოება – საქართველო” პრეზენტაცია: “2006 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება: ძირითადი მიმართულებები”.
პრეზენტაციაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა დავით დარჩიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის 2006 წლის საქმიანობის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება:
▪ უმუშევართა გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა;
▪ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირება;
▪ კოალიცია საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის: ათასწლეულის გამოწვევის გრანტის მონიტორინგი;
▪ ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევა.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ფონდის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს.
სტუმრებს შორის იყვნენ სახელისუფლებო და არასამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური მისიების, მას-მედიის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებისათვის გაიმართა მიღება.