ქეთი ხუციშვილის სიტყვა პრეს-კონფერენციაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების შემდეგ
„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა დღეს ჩვენ საქართველოში რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების მომსწრენი ვართ. სანამ ხელისუფლება იყენებს რეპრესიების რუსულ მეთოდებს – დაკავებებს, აქციების ძალადობრივ დაშლას – ქართველი ხალხი იბრძვის.
უკვე 200-ზე მეტი დღეა, ქართველი ხალხი იბრძვის ქუჩაში და კვლავ მზად არის იბრძოლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვისა და ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის. ევროპას კვლავ მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველაფერს, რაც უკვე გაკეთდა ევროპარლამენტსა და კომისიაში. თუმცა, გვჭირდება მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და მეტი სიმკაცრე „ხელისუფლების“ მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც“.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.