ქვილთი-ტექსტილის ხელოვნება ღია გალერეაში

13.05.2010

7 მაისს  “ღია გალერეაში”  გამოფენა “ქვილთი-ტექსტილის ხელოვნება” გაიხსნა. გამოფენაზე ირინა ლავრინენკოს, თამარ (ტატა) ბაქრაძის და ნატა ბურჯანაძის ნამუშევრები გამოიფინა. სამივე ხელოვანი ქართული ტექსტილის ჯგუფის წევრები არიან. თავიანთ ნამუშევრებში იყენებენ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს ასევე ისეთ ინოვაციურ საშუალებებს, როგორიცაა ფოტოპრინტი.

ქვილთი – სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შექმნილი კომპოზიციაა. როდესაც ამერიკასა და ევროპაში ქვილთის ტექნიკა იხვეწებოდა საქართველოში იგი უკვე პოპულარული იყო, ანუ საქართველოში ქვილთის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები, თუ კედლის პანოები, რომლებიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული ექსპედიციების დროს იქნა აღმოჩენილი.

გამოფენა 14 მაისამდე გაგრძელდება.