ყაზახეთის რესპუბლიკაში ნარკოლოგიური დახმარების სისტემის ორგანიზების თავისებურებები

22.01.2010

ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით სამედიცინო ცენტრ ურანტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ა.წ. ივლისში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. პავლოდარის (ყაზახეთი) ნარკომანიის მედიცო-სოციალური პრობლემების რესპუბლიკურ სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში.

2008 წლის 18 ივლისს ორგანიზებული შეხვედრა მიზნად ისახავდა დარგის პროფესიონალებისათვის ვიზიტი შედეგების გაცნობას და საქართველოში ნარკოლოგიური სამსახურის განვითარების პერსპექტივის განხილვას ყაზახეთის რესპუბლიკის გამოცდილების გათვალისწინებით.

ყაზახი სპეციალისტების გამოცდილება ნარკოლოგიური სამსახურის ჩამოყალიბებაში საინტერესოა, რადგან მათ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი დახმარების და თანამონაწილეობის პირობებში შეძლეს განვითარებული, თანამედროვე სტანდარტების, სწორად სტრუქტურირებული და ყველასათვის ხელმისაწვდომი ნარკოლოგიური სამსახურის ჩამოყალიბება წელიწადში 32 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტით.

ყაზახი კოლეგების გამოცდილების გაზიარება საქართველოს წაადგება მომავალში უფრო ეფექტური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურის ჩამოსაყალიბებლად.
ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანიების ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” და ,,ალანია” და საინფორმაციო სააგენტოების მიერ.

 ღონისძიების პრეს-რელიზი (ჩამოტვირთეთ)

 

 

 

თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება- საქრთველო”
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი