შავი ზღვის რეგიონული იდენტობა…

25.01.2010

17-19 იანვარს გუდაურში გაიმართა  სამუშაო შეხვედრა – “შავი ზღვის რეგიონული იდენტობა: ისტორია, კულტურა, პოლიტიკა”. შეხვედრა ჩატარდა ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის შიდა პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონული იდენტობის რეკონსტრუქციის ხელშეწყობა ზიარი კულტურული მემკვიდრეობის რევიტალიზაციის საშუალებით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლები – ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, პოლიტოლოგები, რომელთა ინტერესებიც შეხებაშია რეგიონული იდენტობის პრობლემატიკასთან. სამუშაო შეხვედრა წარმოადგენდა ერთგვარ მზადებას საერთაშორისო კონფერენციისათვის, რომელიც 2008 წლის მაისში გაიმართება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნების წინაშე ერთი და იმავე სახის პრობლემები დგას: უსაფრთხოება, დემოკრატიის კონსოლიდაცია, ლიბერალური ღირებულებების დანერგვა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც საჭიროს ხდის ერთობლივ ძალისხმევას. მაგრამ გარდა ამ საერთო ინტერესებისა, არსებობს ასევე საერთო კულტურული მემკვიდრეობა, რომლის რეაქტივაციაც ხელს შეუწყობს ერთიანი რეგიონული სივრცის ჩამოყალიბებას.

გიგა ზედანია
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო”
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის
სამოქალაქო განათლების მიმართულების კოოედინატორი