ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის შედეგების პრეზენტაცია…

25.01.2010

 

2008 წლის 25 იანვარს ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოში” გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების ფუნქციონირების მიმდინარე საკითხების განხილვას და განვითარების შემდგომი სტრატეგიების შემუშავებას.

შეხვედრაზე მოხდა პროექტის ,,საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა” შედეგების პრეზენტაცია.

აღნიშნულ პროექტსფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა სამედიცინო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი ,,ურანტი”.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობისას იდენტიფიცირებული პრობლემები, მოეწყო ჩანაცვლებითი თერაპიის მიმდინარე პროგრამის შიდა მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია და მოხდა სამომავლო გეგმების განსაზღვრა. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ირაკლი გიორგობიანი.

 

თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის – ოფიცერი