ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი

21.05.2013

 

21 მაისს  IDFI-მ  ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი წარმოადგინა.

წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომლებიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU) გადაწყვეტილებით  2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია.  მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციები განიხილეს.  

IDFI-მ სტრატეგია მოამზადა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.  

ვრცლად სტრატეგიის შესახებ.