2007 წლის 15-17 აპრილს ბაკურიანში გაიმართა სემინარი თემაზე “ფონდების მოძიება: ხელოვნება და ხელობა”.
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებული დაფინანსების მეშვეობით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელისა და ორგანიზაციის “რესურს ალიანს” დახმარებით მოაწყო სემინარი, სადაც მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან.
სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარის სლოგანად იქცა სიტყვები – “Fund raising is the art of teaching, the joy of giving”. ამ ინგლისური ფრაზის შესატყვისად ორგანიზატორებმა მიიჩნიეს ყველასათვის კარგად ნაცნობი სიტყვები: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია”.
ექსპერტების აზრით, ფონდების ეფექტური მოძიების საფუძველს ორგანიზაციის მიერ სწორად განსაზღვრული მისია, ხედვა და ღირებულებები წარმოადგენს. ფონდების მოძიება დამყარებული უნდა იყოს ურთიერთობების აგებაზე, რაც წარმატების საწინდარია.
სემინარი ინტერაქტიური მეთოდით წარიმართა. საქართველოს წამყვანი არასამტავრობო ორგანიაციების წარმომადგენლებსა და უცხოელ ექსპერტებს შორის აზრებისა და გამოცდილების გაზიარება მოხდა.
სემინარის შემაჯამებელ ეტაპზე მონაწილეებმა მოამზადეს ექსპერტებისაფან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით მომზადებული ფონდების მოძიების სტრატეგიული გეგმები, რომელიბიც დადებითად იქნა შეფასებული.