ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” გიწვევთ ხმოვანი წიგნების პრეზენტაციაზე 4 ნოემბერს, 18:00 საათზე, “მზიური”-ს კაფეში.
აპლიკაციის SABA Reader საშუალებით უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე ხმოვანი წიგნი, რომელიც უსინათლო ადამიანებს საჩუქრად გადაეცემა.
„საბას” აპლიკაცია სრულადაა ადაპტირებული უსინათლოებზე, რაც ნიშნავს რომ ისინი ხმოვანი წიგნების მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.
ეს არის ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტში, ინტერნეტის გარეშე.
კატალოგი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურას, ისე უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები გახმოვანებულია მსახიობების და თავად ავტორების მიერ.