ჯერ კიდევ ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ჩვენგან დახმარებას ითხოვს!

22.01.2010

ვისაც სურვილი გაქვთ დახმარება გაუწიოთ დევნილ მოსახლეობას, შეგიძლიათ მომართოთ ფონდს “ღია საზოგადოება-საქართველო”! 

მომართეთ ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ცხელ ხაზს, სადაც იკრიბება ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვინ, რა სახით და სად საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. 

ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენთან იქმნება მონაცემთა ბაზა, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დევნილი მოსახლეობისათვის კოორდინირებული დახმარების გაწევა. ამისათვის გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არიან განთავსებული დევნილები და კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება. 

ასევე, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი სახით დაეხმაროთ დევნილ მოსახლეობას (ფიზიკურად თუ მატერიალურად) გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე ცხელი ხაზის საშუალებით და ჩვენ მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას და მისამართს, დევნილთათვის დახმარების გასაწევად.  

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ცხელი ხაზი:  

ელექტრონული ფოსტა: tushishvili@csf.ge

ოფისის ტელეფონები (10:00 – 13:00 სთ.; 14:00-18:00 სთ.):
25 05 92; 25 05 93; 25 04 63;
ფაქსი: 29 10 52;

მობილური ტელეფონები (24 საათის განმავლობაში):
8 77 47 11 63 თიკო თუშიშვილი
8 99 50 84 73 ნინო კიკნაძე