ფონდმა ”ღია საზოგადოება - საქართველო” უმასპინძლა საზოგადეობრივ-პოლიტიკურ ჟურნალ ”ლიბერალის” პრეზენტაციას

27 იან, 2010

 

 

27 მაისს ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” უმასპინძლა საზოგადეობრივ-პოლიტიკურ ჟურნალ “ლიბერალის” პრეზენტაციას, რომლის პირველი ნომერი 18 მაისს გამოვიდა. ჟურნალის გამოცემა საწყის ეტაპზე დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ. მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდს მხარდაჭერისა და ნდობისათვის, რომელიც “ღია საზოგადოება – საქართველომ” 2008 წელს ჯერ არარსებულ ჟურნალს და მის შემოქმედებით ჯგუფს გამოუცხადა. შეკრებილმა  ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებმა საჩუქრად მიიღეს ჟურნალ “ლიბერალის” პირველი ნომერი.

 

 

ხატია ჯინჯიხაძე
მედიის მხარდაჭერის პროგრამა